ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ ძალისხმევის წარუმატებლობამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი ფორმატი და შესაძლებლობა პუტინთან საუბრისთვის.