ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ CNN-თან

ვოლოდიმირ ზელენსკის აღარ სჯერა მსოფლიო ლიდერების, რადგან მათ ვერ შეძლეს რუსული აგრესიის შეჩერება, მაგრამ სჯერა უკრაინელებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა მოუწოდა პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს, მისცენ უკრაინას იარაღი. ზელენსკის ემანუელ მაკრონზეც დაუსვეს შეკითხვა. საპასუხოდ მან საფრანგეთის ლიდერი უკრაინაში მიიწვია, რათა თავად ნახოს, რა ხდება იქ.