ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ

„უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუ მოსკოვს ნამდვილად სურს ომის დასრულება“- ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გერმანიის მხრიდან არ უნდა იყოს მცდელობა, შეინარჩუნოს ბალანსი უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის. მისივე თქმით, გერმანიასთან შედარებით, სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინას სამხედრო დახმარება უფრო სწრაფად აღმოუჩინეს.