სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კიევის ზურგს უკან არ უნდა იმართებოდეს და უკრაინის მთავრობის პოზიცია აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცალკეული დასავლელი ლიდერი კულისებს მიღმა მოლაპარაკებების გამართვის გამო გააკრიტიკა.