„მსოფლიო უნდა იყოს მზად! ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული ან ქიმიური იარაღი გამოიყენოს“, – თქვა „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, ვლადიმერ პუტინი არაფრად თვლის უკრაინელების სიცოცხლეს, რაც მისი მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ალბათობას ზრდის.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ ეს შემაშფოთებელი უნდა იყოს არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამისთვის აუცილებლად მზად უნდა იყვნენ.