„მსოფლიოს დაზვერვის სამსახურებმა არ უნდა დაუშვან, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „როიტერთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ბირთვული იარაღით იმუქრებიან და საჭიროა, მსოფლიომ ასეთი ადამიანების გარეშე ცხოვრებაზე ფიქრი დაიწყოს. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ყირიმის დაბრუნების საკითხი დიპლომატიური გზებით მოგვარდეს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.