ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება - კრემლის გამოხმაურება

„ნატო-მ პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს რუსეთზე, თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება“- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ავსტრალიურ უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიისადმი მიმართვის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალიანსმა და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული ნაბიჯები.

უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებას „მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებად“ აფასებენ კრემლში. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ამ განცხადებას ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება. „ეს არის მოწოდება მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ, არაპროგნოზირებადი და საშინელი შედეგებით”,- აღნიშნა პესკოვმა. ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევიც. მისი თქმით, ზელენსკი „ფსიქიატრს უნდა ეჩვენოს, ვიდრე საკუთარი ხალხისთვის და ყველა დანარჩენისთვის უფრო მეტ ზიანს არ მიაყენებს”.