ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. მისი თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და რუსი ოკუპანტები ახალ შეტევებს ამზადებენ დონბასის რეგიონისა და ქალაქ ხარკოვის წინააღმდეგ. ზელენსკის თქმით, უკრაინული ძალები კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის ემზადებიან.