ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

„მოლაპარაკების პლატფორმიდან პოზიტიური გზავნილები ისმის, თუმცა, ის რუსული ჭურვების აფეთქების ხმას ვერ ფარავს, – განაცხდა უკრაინის პრეზიდენტმა სტამბოლში გამართული დისკუსიის შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არანაირი კომპრომისი არ იქნება.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს რომ, მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის გამო, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები არ უნდა მოიხსნას, არამედ უნდა გამკაცრდეს ყოველკვირეულად. სანქციების მოხსნის საკითხი ვერ დადგება, ვიდრე ომი არ დასრულდება. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საომარი მოქმედებების შედეგად, მოქალაქეების სახლის ან ბინის დაკარგვას სახელმწიფო აანაზღაურებს.