ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

„გამარჯვების გეგმამ“, შესაძლოა, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ყირიმის პლატფორმის“ სხდომაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ ეს გეგმა თავის მოკავშირეებს მეორე სამშვიდობო სამიტის წინ წარუდგინოს. ხოლო, თუ პარტნიორები მას მხარს დაუჭერენ, უკრაინას გაუადვილდება, რომ აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევს აქვს რუსეთთან ომში გამარჯვების გეგმა, რომელსაც ის ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს მიმდინარე თვის ბოლოს წარუდგენს.