ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

მიმდინარე კვირას, უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი შეიქმნება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააანალიზებს,  განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათი მიზანია, სანქციებმა იმუშაოს ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული და არ მოხდეს მათი გვერდის ავლა. მან საერთაშორისო საზოგადოებას პრევენციული სანქციების დაწესებისკენაც მოუწოდა, რათა არ დაუშვან რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. ზელენსკის თქმით, ორშაბათს ქვეყანაში მოქალაქეების უსაფრთხო ადგილებში ევაკუაციისთვისა და მოსახლეობისთვის სურსათის მისაწოდებლად არცერთი ჰუმანიტარული დერეფანი არ მუშაობდა, რადგან რუსულმა ძალებმა ცეცხლი არ შეწყვიტეს.