უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ კონგრესი კვლავ შეაყოვნებს დახმარების პაკეტს, მაშინ ეს პოლიტიკურ საკითხად შეიძლება ჩაითვალოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ზოგიერთი მხოლოდ საკუთარი რეიტინგით არის დაინტერესებული, თუმცა ავიწყდებათ, რომ გარდაცვლილ ხალხს არ აინტერესებს რეიტინგები.