რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. „საჭირო იყო რაიმე სახის სუბიექტურობის ჩვენება, რომელიც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთმა სრულიად დაკარგა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა მოლდოვის, ხორვატიის, სლოვენიისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ კონფერენციაზე.
ზელენსკის თქმით, იგივე ეხება ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოსაც. „მე ვფიქრობ, რომ ის უკვე აღარ წყვეტს იმას, რა ტიპის იარაღი განთავსდება მის ტერიტორიაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.