„ათი თვის განმავლობაში უკრაინამ მოახერხა ევროკავშირის გაერთიანება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა დაეხმარა დასავლეთს, დაბრუნებულიყო გლობალურ ასპარეზზე და ეგრძნო, რამდენად დომინირებს დასავლეთი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ პირველად გადახედა ნეიტრალიტეტის კონცეფციას და უკრაინასთან ერთად, აგრესიას წინააღმდეგობა გაუწია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მას საკუთარი ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დაეხმარება.