უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი მიზანმიმართულად აფერხებს ხორბლით დატვირთული 150 გემის გასვლას უკრაინის ნავსადგურებიდან. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ზელენსკის თქმით, ინფორმირებულია გაერო, თურქეთი და სხვა პარტნიორები. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მარცვლეულის ინიციატივის მოქმედების განმავლობაში, უკრაინამ სამ მილიონამდე ტონა სურსათის ექსპორტი ბოლომდე ვერ განახორციელა.