ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აუცილებლად გაათავისუფლებს ყველა ტერიტორიას რუსებისგან და ჩადენილი დანაშაულისთვის ყველა ოკუპანტი პასუხისგებაში მიეცემა. უკრაინის პრეზიდენტმა რუს ჯარისკაცებს მიმართა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, ცივილიზებულ მოპყრობას და ჩაბარების გარემოებების გასაიდუმლოებას დაჰპირდა. „რუსებისთვის უმჯობესია თავი აარიდონ კრიმინალურ მობილიზაციას, ვიდრე დაიღუპონ დამნაშავეებად უცხო მიწაზე“- აცხადებს ზელენსკი.