„გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა მისი ატომური ინდუსტრიის ბლოკირება მოახდინოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსები ცინიკურად ცდილობენ ხალხის დაშინებას და ამაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს იყენებენ, რუსები განუწყვეტლივ აწყობენ პროვოკაციებს სადგურის დაბომბვითა და ამ მიმართულებით ახალი ძალების შეყვანას გეგმავენ უკრაინისა და მთელი თავისუფალი სამყარო შანტაჟისთვის. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში. ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილები ავდეევკა, პესკი, მარინკა და ბახმუტია.