ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინასთან ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. ყირიმი უკრაინაა და ჩვენ არასდროს ვიტყვით მასზე უარს, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, ყირიმის გათავისუფლების გეგმას სიახლეები ყოველდღიურ რეჟიმში ემატება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმში ოკუპანტების ყოფნა საფრთხეს უქმნის ევროპასა და მსოფლიოს.