ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული ინფორმაცია კონფლიქტურ სიტუაციებთან დაკავშირებით, იქნება ეს ბალკანეთი, ტაივანი, თუ სამხრეთ კავკასია, ერთ რამეზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს – უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, ეს სწორედ ის არის, რაზეც უკრაინა ყურადღებას უკვე წლებია ამახვილებს, მას შემდეგ რაც, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.