ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

რუსეთის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ჩაშლას არ გამორიცხავს ვოლოდიმირ ზელენსკი. მორიგ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ოდესის პორტის ამუშავება და იქიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა. მისი თქმით, ამჟამად პორტიდან გასვლას 16 გემი ელოდება. შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ 22 ივლისს, სტამბოლში, თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით მოაწერეს ხელი. პირველი გემი ოდესის პორტიდან ამ შეთანხმების ფარგლებში გუშინ გავიდა.