რუსეთი მარიუპოლში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების გადასარჩენად, უკრაინის არცერთ შეთავაზებას არ თანხმდება, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ პარტნიორებს საჭირო იარაღი სთხოვა, რომ მარიუპოლის განბლოკვა მომხდარიყო და ქალაქიდან სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები გამოეყვანათ. მისივე განცხადებით, უკრაინას მარიუპოლის გასათავისუფლებად საჭირო იარაღის მარაგი ჯერ არ აქვს.