ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

„რომ გვქონდეს წვდომა ყველა იარაღზე, რომელიც გვჭირდება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და რომელიც შეედრება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ იარაღს, ჩვენ ამ ომს უკვე დავასრულებდით,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სათანადო შეიარაღების შემთხვევაში, ქვეყნის სამხედრო ძალები უკვე გაათავისუფლებდნენ ტერიტორიას და დააბრუნებდნენ მშვიდობას, რადგან უკრაინელი სამხედროების უპირატესობა ტაქტიკაში და სიბრძნეში საკმაოდ აშკარაა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე და მის საზღვრებთან საკუთარი ჯარის თითქმის ყველა საბრძოლო ნაწილის კონცენტრირება მოახდინა.