ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

„თუ რუსეთის წინააღმდეგ არ იქნება ნამდვილად მტკივნეული სანქციების პაკეტი და ჩვენთვის რეალურად საჭირო შეიარაღებით მოწოდება, რუსეთი განიხილავს ამას როგორც ნებართვას, – ნებართვას წინსვლისთვის!“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ვიდეომიმართვაში უკრინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ არსებული ინფორმაციით, ოკუპანტმა რუსმა სამხედროებმა შეცვალეს ტაქტიკა და ცდილობენ ქუჩებიდან და სარდაფებიდან გარდაცვლილთა ცხედრები გაიტანონ. მისივე თქმით, ეს არის მტკიცებულებების დაფარვის მცდელობა. უკრაინის პრეზიდენტი დღეს სიტყვით საბერძნეთისა და კვიპროსის პარლამენტებს მიმართავს.