ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს სისტემის რეფორმისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რუსეთს ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ვეტოს სიკვდილის ნებართვად იყენებს და გლობალურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის, რაც საშუალებას აძლევს ბოროტებას, დარჩეს დაუსჯელი და მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად.