ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხმაურება

„არ შეიძლება მხოლოდ საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე, აუცილებელია გეგმა“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ინიციატივას. „ჩვენ ვერ ვენდობით პუტინს, რადგან ჩვენთვის ის მკვლელი და აგრესორია. მნიშვნელოვანია, უნგრეთი აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია, აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინამ ასობით შეხვედრა გამართა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით, რუსეთმა კი ეს ყველაფერი ჩაშალა. „მაშასადამე, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება საერთაშორისო პლატფორმაზე ქვეყნების, ლიდერების თანდასწრებით, რომლებსაც აქვთ ნდობა. მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ომის დასრულების ეტაპებზე, მაგრამ ჩვენ ყველა ერთ მხარეს უნდა ვიყოთ, უნდა ვენდოთ ერთმანეთს“, – განმარტა ზელენსკიმ. ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია იმის გაგება, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტექნიკის დასაგროვებლად.