უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს კლიმატის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომ მსოფლიომ შეძლოს ეფექტიანად ებრძოლოს გლობალურ დათბობას. „მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ეფექტიანი კლიმატური პოლიტიკა გვქონდეს, რადგან ერები ფაქტობრივად მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დაიცვან თავი საშიშროებისგან აქ და ახლა, საშიშროებისგან, რომელიც რუსეთის აგრესიისგან მოდის, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა სამიტის მონაწილეებს ჰკითხა, ვინ იდარდებს ატმოსფეროში სათბური გაზების რაოდენობაზე, თუ ევროპა ან ახლო აღმოსავლეთი, ან შესაძლოა ჩრდილოეთ აფრიკა, ზაპოროჟიეს აფეთქების შემდეგ რადიაციული მტვრით დაიფარება.