ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის თავდაცვის მინისტრიც. ამერიკისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფრონტის ხაზზე მიმდინარე სიტუაციაზე. სოციალურ ქსელში ზელენსკი წერს: „ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხები: თავდაცვის საჭიროებები, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება, „F-16“ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების მომზადება“- ამბობს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, როგორიცაა რუსეთზე თავდასხმებისათვის ამერიკული იარაღის გამოყენება. ოსტინმა კი თავის მხრივ ხაზი გაუსვა აშშ-ის ვალდებულებას, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც რუსეთის აგრესიისგან დასაცავად სჭირდება.