ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი

ვოკალისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსი Opera crown იწყება. მონაწილეობს 41 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 22 ქვეყნიდან. მათ წარმატებით გაიარეს კონკურსის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდა 300-მდე შემსრულებელი. ფინალისტები მაყურებლების წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრთან ერთად, ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.