ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციაში დღეიდან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა – ასეთი გადაწყვეტილება ოფიციალურმა მოსკოვმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად მიიღო. ბოლოს კი სამხედრო მობილიზაცია სტალინის ბრძანებით მეორე მსოფლიო ომის დროს გამოცხადდა. ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 300 000 ადამიანის მობილიზებას გეგმავს.

კრემლის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები დასავლეთში – ქეთი ჩოხელი გვეტყვის დეტალებს.