ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ

რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსული მხარე ახლა მის კონტროლქვეშ არსებული უკრაინული პორტების განაღმვის სამუშაოებს აწარმოებს და ამ პერიოდში ზღვიდან თავდასხმებს არ განახორციელებს.

ჩვენ მზად ვართ, უპრობლემოდ უზრუნველვყოთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, – აცხადებს პუტინი რუსულ მედიასთან საუბრისას.