„რუსეთს აქვს კასეტური ბომბების საკმარისი მარაგი და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს“ – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ თუ რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინაში კასეტური ბომბები იქნება გამოყენებული, მოსკოვი ასეთივე საბრძოლო მასალების გამოყენების უფლებას იტოვებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ კასეტური ბომბები აშშ-სგან მიიღო, თუმცა კიევმა პირობა დადო, რომ იარაღს მხოლოდ მტრის ჯარისკაცების კონცენტრაციის ადგილებში გამოიყენებს. შეგახსენებთ, კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული.