ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა პირველი ვიზიტი რუსეთის ტერიტორიის გარეთ, ოკუპირებულ ყირიმში დაგეგმა. ვიდეომასალას რუსული სამთავრობო მედია აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ოპერაციის უმაღლეს სარდლობას და გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს. რუსეთის პრეზიდენტი ყირიმში, ნახევარკუნძულის ანექსიის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, როგორ ჩადის პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლშიც. რუსეთის პრეზიდენტი დანგრეული ქალაქის ქუჩებში მანქანით გადაადგილდება. პუტინი მარიუპოლში ვიცე -პრემიერთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს გაესაუბრა.