ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ვლადიმერ ბორცვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 6 თებერვალს დაინიშნა. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.