შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს უკრაინული კულტურისა და იდენტობის განადგურებაში სდებს ბრალს, პენტაგონში კი მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ახლა მშვიდობიან მოლაპარაკებებზე არ წავა.
საერთაშორისო გამოხმაურებების პარალელურად, ბოლო 24 საათში მხოლოდ დონბასში 49 დასახლებული პუნქტი დაიბომბა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. „რუსი სახელმწიფოს პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. ამან შეიძლება, გამოიწვიოს მასობრივი განადგურების იარაღისადმი სხვადასხვა სახელმწიფოს დამოკიდებულების შეცვლა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან გაიმართება.