ვითარება უკრაინაში - ომის 333-ე დღე

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 10 შეტევა მოიგერიეს დონეცკსა და ლუგანსკში. რუსეთი განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს. ბოლო 24 საათში, ერთი სარაკეტო და 27 საავიაციო დარტყმა განხორციელდა. ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ დონეცკის ოლქშია, ქალაქ ბახმუტთან. პარალელურად, კიევში უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაკრძალეს, რომლებიც გასულ კვირას, ბოვარში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის გამო, უკრაინა ყოველდღე უამრავ ადამიანს კარგავს.