ომის 178-ე დღე უკრაინაში

ანექსირებული ყირიმი დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ე.წ. მთავრობა ადასტურებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე რუსებს ცვლილება არ აქვთ. ისინი ამ ეტაპზე მხოლოდ თავდაცვით რეჟიმში არიან. გაერთიანებულ სამეფოში დღეს განცხადება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებითაც გაკეთდა და ითქვა, რომ თუ რუსეთი გაჟონვას გამიზნულად გამოიწვევს, ეს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებზე თავდასხმად აღიქმება და ალიანსის მეხუთე მუხლი უნდა ამოქმედდეს.