ვითარება უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება. რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე კამიკაძე დრონებით მიიტანეს იერიში. დარტყმები განხორციელდა დუნაის რაიონში მარცვლეულის საცავებსა და საწარმოო კომპლექსზე. დაიბომბა ხერსონი. ცეცხლის გაჩნდა საბავშვო ბაღში. დაშავდა 6 ადამიანი. პარალელურად, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ წარმატებები აქვთ ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებების ნოვო-დანილოვკისა და ნოვო-პროკოპოვკის მიმართულებით. უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევას დონეცკის ოლქში, ბახმუტსა და მელიტიპოლზეც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტისას, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.