ვითარება უკრაინაში

გასული ღამის განმავლობაში, ოდესასა და მიკოლაევზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებას ნგრევა და ხანძარი მოყვა ოდესაში. ცეცხლი 300 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. დაშავდა ორი ადამიანი. საჰაერო დარტყმების შედეგად, 27 ადამიანი დაშავდა მიკოლაევში. მათგან 9 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ შორის 5 ბავშვი. აღსანიშნავია, რომ ოდესაზე თავდასხმის დროს, დაზიანდა ჩინეთის საკონსულოს შენობაც.