ვითარება უკრაინაში

ომის 494-ე ღამე მძიმე აღმოჩნდა უკრაინისთვის. ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ლიმანის, ბახმუტისა და მარინკის მიმართულებით. ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაზე ერთი სარაკეტო და 27 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. რუსებმა კიევის ოლქზე დრონებით განახორციელეს იერიში. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რვა შაჰედის ტიპის დრონი და სამი კალიბრი ჩამოაგდეს.