რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დონეცკისა და ხარკოვის დასახლებული პუნქტები დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ კუპიანსკის ცენტრალურ რაიონზე რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით მიიტანეს იერიში. დაზიანებულია კერძო სახლები და ავტომობილები. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თითქმის 60 შეტევა მოიგერიეს. ახლა რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევის განხორციელებას ცდილობენ ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქ უმანის საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვაზე ისაუბრა და რუსეთს პასუხისმგებლობის დაკისრებით დაემუქრა.