უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში, ხუთი მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მოწინააღმდეგე შეტევით მოქმედებებს განაგრძობს. უკრაინის ძალებმა ოკუპანტების ძალებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 15 რაიონზე განახორციელეს დარტყმა, ასევე იერიში მიიტანეს საბრძოლო მასალების სამ საწყობზე. პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ძალიან მწვავე და მტკივნეულია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბელოგოროვკა, მარიინკა, ავდეევკა, ბახმუტი, უგლედარი და კამენკა – ის ქალაქებია, სადაც უკრაინის მომავალი წყდება. თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ასევე რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.