ვითარება უკრაინაში

დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 352-ე დღეა. რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 106 რაკეტა ისროლეს და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების სამიზნე ამჯერადაც უმეტესად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 32 S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და საჰაერო და საზღვაო ბაზირების 74 ფრთოსანი რაკეტა. მათგან 61 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა ასევე 22 დრონის ჩამოგდება შეძლეს. ამასთან, მტერმა უკრაინის ტერიტორია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 90-ზე მეტჯერ დაბომბა. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვის დროს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თითოეული უკრაინელით ამაყობს.