რუსეთი უკრაინის დაბომბვას განაგრძობს. მორიგი შეტევა დრონების გამოყენებით განხორციელდა. ღამით, უკრაინის ავიაციამ და საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა სახმელეთო ძალებთან ერთად, შეძლეს 10 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დნეპროპეტროვსკსა და ზაპოროჟიეს ოლქში. ამას გარდა, საჰაერო შეტევის შესახებ განგაში გამოცხადებული იყო კიევის და ჩერკასის ოლქებში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამიზნე კვლავაც ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ მიიტანა საარტილერიო დარტყმები სუმის ოლქზე. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ რუსეთი საახალწლოდ, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ეცდება უკრაინაზე მასირებულ თავდასხმას, რათა ახალ წელს სიბნელესა და სიცივეში შეხვდნენ.