ვითარება უკრაინაში

კიევის ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რუსებმა ბელარუსის ტერიტორიიდან „შაჰედ 136“-ის ტიპის „კამიკაძე“ უპილოტო თვითმფრინავები გაუშვეს – ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ აშშ უკრაინისთვის „ჰოვკის“ ტიპის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს. აღნიშნული სისტემის საშუალებით, უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმისგან.