ომის 204-ე დღე უკრაინაში.
დღეს ოკუპანტების სამიზნე კრივოი როგის რეგიონი გახდა, სადაც ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ერთ-ერთი სამიზნე კაშხალი იყო. წყლის ადიდების გამო ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. უწყვეტი თავდასხმების ფონზე უკრაინაში დღე მესამედ ჩავიდა ევროკომისიის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს სარაკეტო სისტემების გადაცემის პროცესში დახმარება კიდევ ერთხელ სთხოვა. ამ დროისთვის უკრაინა ანტისარაკეტო სისტემების მისაღებად მოლაპარაკებებს ხუთ ქვეყანასთან აწარმოებს. მათ შორის არის აშშ. კრემლში ვაშინგტონს ემუქრებიან და აცხადებენ, რომ უკრაინისთვის უფრო დიდი რადიუსის სარაკეტო სისტემების გადაცემის შემთხვევაში, მოსკოვისთვის ამერიკა კონფლიქტის უშუალო მონაწილე გახდება.