ვითარება ლორთქიფანიძის ქუჩაზე

თბილისში, ლორთქიფანიძის ათი ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა, მოსახლობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივებს საკუთარი ნივთების გამოსატანად კორპუსში პერიოდულად უშვებენ. მიმდინარეობს ფერდობის გამაგრებითი სამუშაოების პროექტირება და სწორედ მისი დასრულების შემდეგ შეძლებს მოსახლეობა საცხოვრებელ სახლში დაბრუნებას.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსი აღარ აშენდება. რაც შეეხება მშენებელ კომპანიას, ის 30 000 ლარით დაჯარიმდა და საქმე საგამოძიებო უწყებაში მოკვლევის მიზნით გაიგზავნება.