ყურადღების ცენტრში ისევ ლარსია.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გრძელი რიგები ნარჩუნდება. რუსეთიდან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გეგმას გამოქცეული მოქალაქეების ნაკადი ყოველდღე იმატებს. მამაკაცების დიდ ნაწილს კილომეტრების ფეხით გამოვლა და საქართველოს საზღვარზე ქვეითად შემოსვლა უწევს, რადგან ათასობით ავტომობილის და სატვირთო მანქანის მობილიზების გამო სასაზღვრო პროცედურების გასავლელად რამდენიმედღიანი ლოდინია საჭირო. ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთიდან წამოსული მოქალაქეები არ მალავენ, რომ ეს არის ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილებაზე მათი პროტესტი, თუმცა არ იციან, რა დროით დარჩებიან ქვეყანაში. გავრცელებული ინფორმაციით, ფედერაციიდან მასობრივი გადინების და ნაკადების ზრდის გამო საზღვრის რუსეთის მხარეს შეზღუდვები წესდება და კონტროლი მკაცრდება. ცნობილი ხდება, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის სხვა რეგიონებიდან სატრანსპორტო საშუალებებს აღარ უშვებენ.
რა ხდება ამ წუთებში ლარსზე, – თეონა ხუბულავა მუშაობს ადგილზე.