შეცვლილი ტაქტიკა ფრონტის ხაზზე.
უკრაინა შეტევით ოპერაციებს თავდაცვითი მოქმედებებით ანაცვლებს. სტრატეგიის ცვლილების იდეა შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალს ეკუთვნის, რომელიც საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. შექმნილ სიტუაციაში კიდევ უფრო მწვავედ დგება სასწრაფო სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხი. მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად, ამერიკის კონგრესში უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფინანსური რესურსების გამოყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები ნატოს დღევანდელ მინისტერიალზეც ვერ მიიღეს, თუმცა მილიონი დრონის გადაცემაზე შეთანხმდნენ.