„ვინ დაუკვეთა მკვლელობა ვერეს?“
ადიდებული ვერეს ფსკერზე აღმოჩენილი ამორფული სახელმწიფო სტრუქტურები. პოლიტიკური ნიშნით დაყოფილი ქვეყანა და ერთი მდინარის მიერ მხილებული ყველა ხელისუფლების დანაშაული.

მერიის მეგაპროექტი, რომელიც საკრებულოსა და სახელმწიფო კომისიას თვალით არ უნახავს.

დარღვეული კანონები, შეუსრულებელი დადგენილებები. მოუნიშნავი მეწყრული ზონები და თბილისის მთების ამბოხი.

რატომ არ მუშაობენ პროგნოზისა და პრევენციის სამსახურები. რა მდგომარეობაშია ქალაქის ინფრასტრუქტურა.

რაში ვუხდით ფულს სამსახურებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ და ვინ გასცა ჭალაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვა?

“გამომძიებელი რეპორტიორის” ფილმი – “ვინ დაუკვეთა მკვლელობა ვერეს?”.

მასალა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ამ ოფიციალური გვერდის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.