„ევრო 2024“-სთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა 26-კაციან სიაში კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე უცვლელად დატოვა – ჩვენი ქვეყნის ნაკრებს დაეხმარებიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც ბოლო მატჩებში არ უთამაშიათ – ესენი არიან ჯიმი ტაბიძე და საბა ლობჟანიძე – მეტ დეტალს ლევან ღუდუშაური გაგვაცნობს.